Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველი პარტიის მომხრეები კვირას სტამბოლში აქციას მართავენ


თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველი პარტიის მომხრეები კვირას სტამბოლში აქციას მართავენ მას მერე, რაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეთაგან გეზის პარკის დასაცლელად. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორმა მთავარმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ასობით დემონსტრანტი დაშავდა, როცა შაბათს პოლიციამ შეუტია მათ გეზის პარკში, ტაქსიმის მოედნის მახლობლად. სტამბოლის მერის თქმით, დაშავებულია 44 ადამიანი, მათგან არცერთი - სერიოზულად. გეზის პარკში გამოსვლები ორი კვირის წინ დაიწყო სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, მაგრამ ის გადაიზარდა უდიდეს საპროტესტო გამოსვლებში ერდოანის პროისლამური მთავრობის მთელი ათწლიანი მმართველობის პერიოდში.
XS
SM
MD
LG