Accessibility links

logo-print

თურქეთის პროფკავშირი პროტესტის ნიშნად გაფიცვას აცხადებს


თურქეთის ხუთმა პროფკავშირულმა გაერთიანებამ საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა პოლიციის მიერ, სტამბოლში, თაქსიმის მოედანზე დემონსტრაციის წინააღმდეგ მძაფრი ქმედების მიმართ პროტესტის ნიშნად. ერთდღიან გაფიცვას უერთდებიან „პროგრესული პროფკავშირების კონფედერაცია“, ასევე საჯარო სამსახურის მუშაკთა პროფკავშირი, ინჯინრები, არქიტექტორები და ექიმები. პროფკავშირების თანახმად, პრემიერ ერდოანის, მმართველმა სამართლიანობის და განვითარების პარტიამ, ხალხის წინააღმდეგ შეტევა წამოიწყო, როცა ძალით განდევნა ანტისამთავრობო დემონსტრანტები სტამბოლის გეზის პარკიდან, ტაქსიმის მოედნის მწვანე მონაკვეთიდან. ცნობით, 441 დემონსტრანტი დააკავეს სტამბოლში, ანკარაში კი, 56.
XS
SM
MD
LG