Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი აცხადებს, რომ მან მოაწყო თავდასხმა ქაბულთან მდებარე აეროდრომზე


თალიბანი აცხადებს, რომ მან დაუშინა რაკეტები ქაბულთან მდებარე ბაგრამის აეროდრომს, სადაც ამ თავდასხმის შედეგად ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. თავდასხმა მოეწყო სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც თალიბანის ლიდერებმა შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ მეამბოხეებმა სამშაბათს საღამოს ორი რაკეტა დაუშინეს ბაგრამის აეროდრომს. მუჯაჰიდის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის თალიბანის მზადყოფნის მიუხედავად, თალიბი მეომრები მზად არიან, გაანადგურონ ავღანეთში ამერიკელთა ობიექტები. ამ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ნატოს სარდლობით მოქმედმა საერთაშორისო ძალებმა ოფიციალურად გადასცეს ავღანეთის ჯარებს ქვეყანაში უსაფრთხოებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG