Accessibility links

logo-print

ერაყის ორ პროვინციაში ადგილობრივი არჩევნები ტარდება


ერაყის ორ, უმეტესწილად სუნიტებით დასახლებულ პროვინციაში ადგილობრივი არჩევნები იმართება - ორი თვის დაგვიანებით მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდა ერაყის სხვა რეგიონების უმრავლესობაში. დასავლეთ ერაყში მდებარე, ანბარისა და ნინევიის პროვინციებში საკრებულოების არჩევა უსაფრთხოების მოსაზრებებით გადაიდო. ორივე პროვინციაში ათასობით პოლიციელი განთავსდა წესრიგი დასაცავად, დიდ ქალაქებში აიკრძალა ავტომანქანებით გადაადგილება. გაეროს მონაცემებით, ერაყში წლევანდელ არჩევნებამდე 17 კანდიდატი იქნა მოკლული - მათ ნახევარზე მეტი ანბარისა და ნინევიის პროვინციებში. კიდევ უფრო გვიან, სექტემბერში გაიმართება ადგილობრივი არჩევნები ჩრდილოეთ ერაყში, ეთნიკური ქურთებით დასახლებულ რეგიონში.
XS
SM
MD
LG