Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკვადორი განიხილავს სნოუდენის თხოვნას თავშესაფრის მინიჭების შესახებ


აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, ედვარდ სნოუდენი, რომელზეც ვაშინგტონს ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე, ცნობების თანახმად, მოსკოვიდან კუბაში გაფრენას აპირებს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სნოუდენი ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაფრინდება ჰავანაში. ეკვადორის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს სნოუდენის თხოვნას მისთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ. მოსკოვში ეკვადორის ელჩი კვირას საღამოს შეხვდა სნოუდენს, რამაც გააძლიერა ვარაუდი, რომ ამერიკელი ეჭვმიტანილი საბოლოოდ ეკვადორში ჩავა. აშშ-ის მთავრობა ითხოვს სნოუდენის ექსტრადიციას, ვაშინგტონის გასაიდუმლოებულ პროგრამაზე ინფორმაციის გავრცელებისათვის.
XS
SM
MD
LG