Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მთავრობა ითხოვს განმარტებას ყატარში თალიბანის ოფისის გახსნაზე


ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის თალიბანთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ ჯერ სურს პასუხის მოსმენა შეკითხვებზე ყატარში თალიბანის ოფისის გახსნასთან დაკავშირებით. თალიბანმა გასულ კვირაში გახსნა დოჰაში ოფისი, მაგრამ მისთვის გამოიყენა ძველი დროშა და სახელწოდება, რომელსაც იყენებდა, როცა ავღანეთის მმართველი ძალა იყო. ამან კი ავღანეთის ამჟამინდელი მმართველი ძალის - პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და მისი მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია. ქაბული მოელის პირობის დადებას, რომ თალიბანის ოფისის გახსნა არ ნიშნავს თალიბანის დიპლომატიურ გააქტიურებას. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, კვირას დროშა არ ჩანდა ყატარში თალიბანის ოფისზე.
XS
SM
MD
LG