Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებების სერიას 27 კაცი ემსხვერპლა


ერაყის ხელისუფლების ცნობით, აფეთქებების ტალღამ ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში 27 კაცი იმსხვერპლა. დაიჭრა ათეულობით ადამიანი. სისხლიანი თავდასხმები თვითმკვლელმა ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილებით მოაწყვეს. თავდასხმის მთავრი ობიექტი იყო ხალხმრავალი ადგილები ბაღდადში, თუმცა ტერორისტული იერიშები ორშაბათს მოსულსა და თიქრითშიც განხორციელდა. აპრილიდან მოყოლებული, ერაყში მომხდარ თავდასხმებსა და ტერაქტებში 2000 კაცი დაიღუპა. იუწყებიან, რომ აფეთქებების უკან დგანან სუნიტური დაჯგუფებები, რომლებიც შიიტების უმრავლესობით მოქმედი ხელისუფლების მიუხედავად, სულ უფრო ძლიერდებიან ერაყის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში
XS
SM
MD
LG