Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართა საქართველოსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრებმა იმსჯელეს საქართველო-ისრაელის პარტნიორულ თანამშრომლობაზე, მისი სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე შეთანხმდნენ და განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები. ისრაელის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მიზანია პალესტინელებთან მოლაპარაკების რეალურად განახლება, რათა კონფლიქტის პრინციპულად მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებას დასჭირდება დრო, მოთმინება და მეთოდურობა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პალესტინელების მხრიდანაც მოხდება. ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ისრაელის ქნესეთის სპიკერს იული ედელშტეინს და პარლამენტში ოპოზიციის ლიდერს შელი იაჰიმოვიჩს.
XS
SM
MD
LG