Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია


საქართველოს მთავრობის მოწვევით, თბილისში იმყოფება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობააში არიან ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩები. დღეს გაიმართა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის და ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა. ამჟამად კი მათი ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს. დღესვე თბილისში დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. 27 ივნისს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავდაცვის მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და პრეზიდენტს. ხვალვე ნატოს გენერალური მდივანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოვა სტუდენტების წინაშე. საქართველოს მთავრობის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის უკვე მესამე ვიზიტი ნატოსა და საქართველოს ინტენსიური ურთიერთობის და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.
XS
SM
MD
LG