Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ალ-ასადის ძალებმა შეტევა წამოიწყეს მეამბოხეთა საყრდენი პუნქტის, ჰომსის მიმართულებით


სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულმა ძალებმა ფართო მასშტაბის შეტევა წამოიწყეს მეამბოხეთა საყრდენი პუნქტის, ჰომსის მიმართულებით. აქტივისტების თანხმად, შაბათს სამხედრო თვითმფრინავები და არტილერია ბომბავდნენ ქალაქის იმ ნაწილებს, რომლებიც მეამბოხეთა ხელშია. მილიონიანი ქალაქი ჰომსი ერთი წლის განმავლობაში იმყოფება ასადის ჯარების ალყაში. ჯერჯერობით არ მოიპოვება ცნობები მსხვერპლის შესახებ. იერიშამდე სამთავრობო ჯარები ლიბანის გასამხედროებული ორგანიზაცია ჰეზბოლას დახმარებით გეგმაზომიერად მიიწევდნენ წინ პროვინცია ჰომსის სოფელ რაიონებსა და ლიბანის საზღვრისპირა ქალაქებში. ორი კვირის წინ ჰეზბოლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ასადის მიერ ქალაქ ყუსაირის ხელახლა დაკავებაში. ეს სასაზღვრო ქალაქი საკვანძო როლს თამაშობდა მეამბოხეთათვის იარაღისა და ცოცხალი ძალის მიწოდებაში. გასულ კვირაში მეამბოხეებმა დაკარგეს კიდევ ერთი სასაზღვრო ქალაქი ტელ კალახი.
XS
SM
MD
LG