Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის არმიამ ქვეყნის დაპირისპირებულ მხარეებს 48 საათი მისცა


ეგვიპტის სამხედროებმა ქვეყნის დაპირისპირებულ მხარეებს 48 საათი მისცეს, მოაგვარონ აზრთა სხვადასხვაობა. ტელევიზიით გადაცემულ თავის სიტყვაში, თავდაცვისა და სამხედრო წარმოების მინისტრმა, მთავარსარდალმა, გენერალმა, აბდელ ფატა ალ-სისიმ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი მოჰამედ მურსი და მისი ოპონენტები ვერ მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას, სამხედროები თავიანთ „გზამკვლევს“ შესთავაზებენ მათ. მისი თქმით, არმია არ ჩაერევა პოლიტიკასა და მთავრობის საქმეებში. გენერალმა დასძინა, რომ ხალხის მოთხოვნა ყურად უნდა იქნეს მიღებული, მისი თქმით, მორსის წინააღმდეგ გამოსვლა სახალხო ნების „უპრეცედენტო“ გამოხატვაა. დღეს ეგვიპტის კაბინეტის ოთხი მინისტრი გადადგა. მათი ნაბიჯი მოჰყვა მასობრივ საპრტესტო გამოსვლებს. პრეზიდენტ მურსის აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ხელისუფლებაში ბევრი ისლამისტი დაუშვა და თავი ვერ გაართვა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.
XS
SM
MD
LG