Accessibility links

ოცდაორი ადამიანი ემსხვერპლა ერაყში აფეთქებას


ერაყში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ოცდაორი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ქალაქი მუკტადიაში, ბაღდადიდან 80 კილომეტრში, შიიტურ მეჩეთთან მოხდა. როგორც ”ბი-ბი-სის” კორესპონდენტი იტყობინება, უკანასკნელ პერიოდში ერაყში გახშირდა თავდასხმები როგორც შიიტურ, ისე სუნიტურ მეჩეთებსა და რაიონებზე.
XS
SM
MD
LG