Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში არმია ახალ არჩევნებს დანიშნავს


ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ქვეყნის არმიას შემუშავებული აქვს კონსტიტუციის გაუქმების და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დროებითი ადმინისტრაციის შექმნის გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი მუჰამედ მურსი ვერ შესძლებს ოპონენტებთან შეთანხმების მიღწევას. არმიამ მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების ბოლო ვადად ოთხშაბათი დააწესა. ეგვიპტის ოპოზიციურმა ჯგუფებმა მოლაპარაკებებში თავიანთ წარმომადგენლად აირჩიეს მუჰამედ ელ ბარადეი. მურსის მოწინააღმდეგეები ტაჰრირის მოედანზე არიან შეკრებილნი მას შემდეგ, რაც სამშაბათს გავიდა მათ მიერ პრეზიდენტის გადადგომაზე დაწესებული ვადა. პარალელურად კაიროს სხვა უბანში - ნასრში - მურსის მომხრეები მართავენ აქციას. მუსლიმთა საძმოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მუჰამედ ალ-ბელთაგიმ მომხრეებს „მოწამეობისკენ“ მოუწოდა სამხედრო გადატრიალების არდაშვების მიზნით.
XS
SM
MD
LG