Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაროვი „სოჭის ოლიმპიური თამაშების აღკვეთის“ მოწოდებით გამოდის


ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტური მეამბოხე მოძრაობის ლიდერი, დოკუ უმაროვი ჯიჰადის მონაწილეებს მოუწოდებს იერიშები მიიტანონ რამდენიმე სამიზნეზე - მათ შორის 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე. ისლამისტი მეამბოხეების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში უმაროვი - რომელიც თვითგამოცხადებული ისლამისტური სახელმწიფოს, კავკასიის საამიროს ლიდერია - მიმართავს „რეგიონში და რუსეთის სხვა ადგილებში მოქმედ ყველა მუჯაჰედ მებრძოლს“ და მოუწოდებს, არ დაუშვათ „სატანისტური თამაშების გამართვა ჩვენი წინაპრების ძვლებზე - იმ უამრავი მუსლიმის ძვლებზე, რომლებიც დაიღუპნენ და შავი ზღვის გასწვრივ ტერიტორიაზე არიან დაკრძალულნი“. უმაროვი ასევე აცხადებს, რომ აუქმებს ადრე გამოცხადებულ მორატორიუმს რუსეთში „ჯიჰადის“ ოპერაციებზე და ამბობს - როგორც ჩანს, კრემლმა ჩვენი კეთილი ნება ჩვენს სისუსტედ აღიქვაო.
XS
SM
MD
LG