Accessibility links

logo-print

ამნესტი ინტერნეიშენალი გმობს დსთ-ის თანამშრობლობას ეჭვმიტანილების ტრანსპორტირების პროცესებში


ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ ახალ ანგარიშში წერს, რომ შუა აზიის, რუსეთის და უკრაინის სამართალდამცავი სააგენტოები ერთმანეთთან თანამშრომლობენ „ძებნილი ინდივიდების გატაცების, გაქრობის, უკანონო ტრანსპორტირების და წამების“ პროცესებში. ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის სათაურია „წამებასთან დაბრუნება: ექსტრადიცია, იძულებითი დაბრუნება და გაყვანა შუა აზიაში“. დოკუმენტში ხაზგასმულია ის, თუ რაოდენ იოლად შეუძლიათ შუა აზიის სახელმწიფოებს დსთ-ის სხვა ქვეყნებისგან გამოითხოვონ ძებნილი მოქალაქეები. „ამნესტი ინტერნეიშენალის“ თანახმად, ეჭვმიტანილების გადაცემას ზოგ შემთხვევაში მაგალითად ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო აბრკოლებს - თუმცა შემდეგ „საერთაშორისო კანონები ცინიკურად ირღვევა“ და ეჭვმიტანილების გადაცემა მაინც ხდება ხოლმე.
XS
SM
MD
LG