Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მურსი: ეგვიპტეში სამხედრო გადატრიალება მოხდა


ეგვიპტის დამხობილმა პრეზიდენტმა, მოჰამად მურსიმ სოციალურ ქსელ "ფეისბუკით" გაავრცელა განცხადება, რომელშიც "სამხედრო გადატრიალებად" მოიხსენიებს ქვეყნის არმიის მიერ მიღებულ ზომებს. ის მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნუ გადადგამენ ნაბიჯებს ამ გადატრიალების საპასუხოდ. ამჟამად მურსის ადგილსამყოფელი უცნობია. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ მურსის მრჩევლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დამხობილი პრეზიდენტი უცნობ ადგილას წაიყვანეს. ეგვიპტის არმიამ ოთხშაბათს საღამოს გადააყენა პრეზიდენტი მის წინააღმდეგ მრავალათასიანი დემონსტრაციების შემდეგ. არმიის სარდალმა, გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ გამოაცხადა, რომ გარდამავალ პერიოდში ეგვიპტეს უხელმძღვანელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. გენერალმა განაცხადა ასევე, რომ შეჩერებულია ქვეყნის კონსტიტუციის მოქმედება. გენერალ ალ-სისის გვერდით, როცა ის ამ სატელევიზიო მიმართვით გამოდიოდა, იდგნენ ეგვიპტის პოლიტიკური, რელიგიური და სამხედრო ლიდერები.
XS
SM
MD
LG