Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლივიის პრეზიდენტი შეფერხების შემდეგ სამშობლოში ჩაფრინდა


ბოლივიის პრეზიდენტი, ევო მორალესი ლათინური ამერიკისთვის მოწყობილ პროვოკაციას უწოდებს მისი თვითმფრინავისთვის მარშრუტის შეცვლის ფაქტს იმ ეჭვების გამო, რომ მგზავრებს შორის იმყოფებოდა აშშ-ის მიერ ძებნილი ედვარდ სნოუდენი. მორალესის საპრეზიდენტო თვითმფრინავი სამშობლოში ხუთშაბათს დილით ადრე ჩაფრინდა, ვენაში დაუგეგმავად გატარებული 14 საათის შემდეგ. ბოლივიის მთავრობის ცნობით საფრანგეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ თვითმფრინავს უარი უთხრეს თავიანთ საჰაერო სივრცეში შეშვებაზე, რის გამოც მას ავსტრიაში მოუხდა დაშვება. აეროპორტში მის დასახვედრად მისულ მომხრეებს მორალესმა უთხრა, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს აშშ-ისგანო. მორალესის მთავრობის შეფასებით ინციდენტის უკან აშშ-ის მთავრობდა იდგა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მინიჭებას სერიოზული შედეგები მოჰყვება. სნოუდენს - აშშ-ის ეროვნული უშიშროების ყოფილ კონტრაქტორს - ვაშინგტონი ბრალს სდებს აშშ-ის სათვალთვალო პროგრამების შესახებ საიდუმლო დოკუმენტების საჯაროდ გატანაში.
XS
SM
MD
LG