Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა აშშ-ის სამხედრო ძალებს მადლობას უხდის


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად წარმოთქმულ მიმართვაში მადლობა გადაუხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების წევრებს - როგორც სამშობლოში მყოფ, ისე საზღვარგარეთ დისლოცირებულ სამხედროებს. რადიომიმართვაში ობამამ აღნიშნა, რომ როცა 1776 წლის 4 ივლისს ამერიკელმა კოლონისტებმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ეს ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, რომლის გამარჯვებისაც ცოტას თუ ჯეროდა. ობამამ დასძინა - „ეს პირველი იყო შემდგომში მომხდარ იმ ბევრ შემთხვევას შორის, როცა ამერიკამ სკეპტიკოსების სიმცდარე აჩვენაო“. აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებით, ამერიკა ახლა „მშვიდობის და თავისუფლების გლობალური დამცველია“. ობამას განცხადებით, შეიარაღებული ძალების წევრები ქვეყანას იცავენ როგორც შინ, ისე გარეთ და ერის სახელით იბრძვიან იმისთვის, რომ მსოფლიო უფრო უკეთესი გახდეს. პარალელურად, ნიუ-იორკში ოფიციალურად გაიხსნა ცნობილი თავისუფლების ქანდაკება. ის დახურული რჩებოდა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ქარიშხალმა სენდიმ დააზიანა.
XS
SM
MD
LG