Accessibility links

logo-print

რადიკალურ ისლამისტ სასულიერო პირს იორდანიამ ბრალი წაუყენა


იორდანიის სამხედრო პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი რადიკალურ ისლამისტ სასულიერო პირს, აბუ ყატადას,“ რომელიც ბრიტანეთმა იორდანიას გადასცა. კატადას, რომელიც საგანგებო რეისით გააგზავნეს მშობლიურ იორდანიაში, ბრალად ედება ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირი. ყატადა 2001 წელს დააპატიმრეს პირველად. მას მერე ის უმეტესად საპატიმროში იმყოფებოდა. შარშან, გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების წესის დარღვევის გამო, კვლავ დააკავეს. მისი დეპორტაცია მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც ორმა ქვეყანამ ხელშეკრულება გააფორმა ამ საკითხზე. ადრე, ბრიტანელი მოსამართლეები არ იყვნენ დარწმუნებული, რომ იორდანია სამართლიან პროცესს მოუწყობდა ყატადას და ამ მოტივით, რადიკალი ისლამისტი ბრიტანეთში რჩებოდა. მის დღევანდელ, პირველ სასამართლო პროცესზე ჟურნალისტები არ შეუშვეს, თუმცა იორდანიის პირობა იყო, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნებოდა. ყატადას ადვოკატმა, შემდეგი უთხრა ჟურნალისტებს სასამართლოს შენობის გარეთ, ამანში: "გენერალურმა პროკურორმა დაკითხა ყატადა და ბრალი დასდო არაერთი ტერორისტულ აქტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებაში. ჩემმა კლიენტმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ის იორდანიაში მისი ნების, თავის ოჯახთან ყოფნის სურვილის, საპირისპიროდ დააბრუნეს. პროცედურამ ჩაიარა წესით და რიგით და მას კარგად ექცეოდნენ“. ყატადა დაუსწრებლად 1999 წელს გაასამართლეს იორდანიაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG