Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტანაში პუტინი და ნაზარბაევი შეხვდნენ ერთმანეთს


რუსეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ნურსულთან ნაზარბაევმა შეხვედრა გამართეს ასტანაში, ყახაზეთის დედაქალაქში. ორმხრივი ურთიერთობის სფეროში თანამშრომლობის, ასევე ავღანეთიდან საერთაშორისო ჯარის გასვლის შემდგომ ვითარების გარშემო საუბრის გარდა, პუტინი შეეხო ეგვიპტის თემას: „სირიას უკვე მოედო სამოქალაქო ომის ცეცხლი, სამწუხაროა მაგრამ ჩანს, რომ ეგვიპტეც აქეთ მიექანება. სასურველი იქნებოდა, რომ ეგვიპტელმა ხაალხმა თავიდან აიცილოს მოვლენების უარყოფითი განვითარება“, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც დაბადების დღე მიულოცა მასპინძელს, ნაზარბაევს და უთხრა, სამშობლოსთვის ძალიან ბევრი გააკეთე და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ მეტს იზამო.
XS
SM
MD
LG