Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის შეფასებით, მამუკა მიქაუტაძის საქმეში სერიოზული დარღვევები ჩანს


საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, მოქალაქე მამუკა მიქაუტაძის საქმეში სერიოზული დარღვევები ჩანს. უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეიდან ომბუდსმენის აპარატმა დაიწყო გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის საქმის შესწავლა და საბოლოო დასკვნას ამომწურავი ინფორმაციის დეტალურად გამოკვლევის შემდეგ გამოიტანს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მამუკა მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება იძულებით მიაცემინა. არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-სგან მოითხოვენ მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტზე დროულ რეაგირებას და იდენტიფიცირებას იმ პირებისა, რომლებმაც მიქაუტაძე დააკავეს და დაკითხეს.
XS
SM
MD
LG