Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში გაიზარდა დაღუპული დემონსტრანტების რიცხვი


გავრცელებული ცნობებით, ეგვიპტეში 51-ს მიაღწია მსხვერპლის რიცხვმა, რომელიც მოჰყვა შეტაკებებს ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის მომხრე დემონსტრანტებს და უსაფრთხოების ძალებს შორის. ამასთან, სამედიცინო უწყებების ცნობით, ორშაბათს დილით ადრე მომხდარი შეტაკებების შედეგად დაიჭრა 420-ზე მეტი პირი. ეგვიპტის არმია აცხადებს, რომ დაპირისპირებას ორი პოლიციელი და ერთი სამხედრო ემსხვერპლნენ. არმიის თანახმად, ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ტერორისტულმა დაჯგუფებამ“ სცადა შეჭრა რესპუბლიკური გვარდიის ყაზარმებში -სადაც, როგორც ვარაუდობენ, დამხობილი პრეზიდენტია დაკავებული. მაგრამ მორსის მომხრეები შეტევაში ბრალს არმიას სდებენ. ინციდენტი მოხდა ხუთ დღეში მას შემდეგ, რაც სამხედროებმა პრეზიდენტი მურსი გადააყენეს, ეგვიპტეში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების ფონზე. ახალი მთავრობის შექმნის საკითხზე მოლაპარაკება ჩიხშია მოქცეული, რადგან მუჰამად მურსის გადაყენების მომხრე ერთ-ერთი პარტია მოლაპარაკებას გამოეთიშა ორშაბათს დემონსტრანტების დახოცვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG