Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მიქაუტაძის მეუღლე სახლში დაკითხეს


გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის მეუღლე გამომძიებლებმა სახლში დაკითხეს. როგორც „ინტერპრესნიუსი“ იუწყებოდა, დაკითხვას ესწრებოდნენ ორი გამომძიებელი და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი გაგი მოსიაშვილი. საქართველოში მოქმედი უფლებადამცავი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედებაში ადანაშაულებენ მიქაუტაძის . თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო. წინასწარი ინფორმაციით, მამუკა მიქაუტაძე 5 ივლისს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხეს, ხოლო 6 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის მეუღლის მტკიცებით, მამუკა მიქაუტაძეს მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება ფიზიკური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.
XS
SM
MD
LG