Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტორონტოში ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა


ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა კანადის უმსხვილეს ქალაქ ტორონტოში. 300 ათასამდე სახლს არ მიეწოდება ელექტროენერგია. წვიმის შედეგად დაიტბორა მეტროსადგურები, რის გამოც დაიხურა მეტროს სამი გრძელი მონაკვეთი. ტორონტოს ცენტრში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. სოციალური მედიით გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს როგორ ტოვებდა ზოგიერთი მძღოლი მანქანას იმის გამო, რომ წყლის დონემ მათ ფანჯრებამდე მიაღწია.
XS
SM
MD
LG