Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის დონე გაუარესდა, საქართველოში კი ამ მხრივ სტაბილური წინსვლაა


კორუფციის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის უდიდესი გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი დარწმუნებულია, რომ მათ ქვეყნებში ბოლო ორი წლის განმავლობაში მექრთამეობის მხრივ ვითარება გაუარესდა. ამასთან, გამოკვლევის თანახმად, რომელიც ბერლინში მდებარე „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩაატარა, გამოკითხულთა 90%-ზე მეტი მოწოდებულია შეებრძოლოს კორუფციას და ხელი მოაწეროს შესაბამის პეტიციას. „კორუფციის 2013 წლის გლობალური ბარომეტრი“ 107 ქვეყნის 114 ათასი ადამიანის ინტერვიუს ეყრდნობა. მსოფლიო მასშტაბით გამოკითხულთა მეოთხედზე მეტი აცხადებს, რომ მათ გასულ წელს ქრთამის მიცემა უხდებოდათ. ყველაზე ხშირად, 40%-ზე მეტ ადამიანს უწევს ქრთამის გადახდა ავღანეთსა და ყირგიზეთში, 30%-ზე მეტს ყაზახეთსა და უკრაინაში, ერაყსა და სერბიაში კი გასულ წელს გამოკითხულთა 20%-ს მოუხდა ქრთამის გადახდა. გამოკითხვის თანახმად კორუფციის ყველაზე დაბალი დონეა საქართველოში. 5%-ზე ნაკლებია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც ქრთამი გადაიხადეს. გამოკითხვის თანახმად, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტებად პოლიტიკური პარტიები დაასახელეს.
XS
SM
MD
LG