Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა მთავარი პროკურორის გადაყენებაზე


„არ მივიჩნევ მიზანშეწონილად, გამოვიყენო "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის მონიჭებული უფლებამოსილება და შემოვიდე წარდგინებით მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ,“- ასეთი პასუხი გასცა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტ სააკაშვილს. შესაბამისი მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის მიერ 13 ივლისს გაიგზავნა თეა წულუკიანის სახელზე. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრი პროკურორის თანამდებობრივი საკითხი მას შემდეგ დააყენა, რაც მთავარი პროკურატურის წარდგინებით სასამართლომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გაანთავისუფლა პატიმართა წამების კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, თავადაც მონაწილეობდა პატიმრების წამებაში. „მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი − ეს არის ის სამი პროფესია, რომელთაც თქვენც და მეც პატივი უნდა ვცეთ, თუკი მართლმსაჯულების რეალური დამოუკიდებლობა გვსურს“ - აღნიშნავს პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილში თეა წულუკიანი და მიხეილ სააკაშვილს შეახსენებს მის პრეზიდენტობის დროს მომხდარ რეზონანსულ დანაშაულებს, რომელთა გამო საქართველოს პრეზიდენტს არც მთავარი პროკურორის და არც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია.
XS
SM
MD
LG