Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში მსხვერპლი მოჰყვა საპროტესტო აქციებზე შეტაკებებს


ეგვიპტეში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა დამხობილ პრეზიდენტ მუჰამად მურსის მომხრეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებების შედეგად. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ ხალედ ალ-ხატეიბის ინფორმაციით, დაშავდა 260-ზე მეტი პირი. მისივე თქმით, შეტაკებები ორშაბათს საღამოს დაიწყო და სამშაბათს დილამდე გაგრძელდა კაიროს რამდენიმე უბანში. ეგვიპტეში მუჰამად მურსის ათასობით მომხრე მართავს დემონსტრაციებს პრეზიდენტად მისი დაბრუნების მოთხოვნით. ის 3 ივლისს გადააყენეს სამხედროებმა, მურსის მოწინააღმდეგეთა მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე.
XS
SM
MD
LG