Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის ძმა


ავღანეთის დასავლეთში მდებარე ჰერატის პროვინციაში მოკლეს ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, რანგინ დადფარ სპანტას ძმა, აჰმად ვალი. როგორც ადგილობრივი პოლიციის პრეს-მდივანმა უთხრა სააგენტო „ფრანს-პრესს“, ვალის თავს დაესხა ორი შეიარაღებული პირი, რომლებიც მოტოციკლეტებით გადაადგილდებოდნენ. თავდასხმა ოთხშაბათს დილით მოხდა, როცა ვალი პატარა ქალაქ ქარუხში ერთ-ერთი საერთო აბანოდან გამოდიოდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა შესძლეს. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ვალი სახალხო პროკურორი იყო ქალაქ ქარუხში - რომელიც ავღანეთის ირანის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მისი ძმა, სპანტა ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტის დაკავებამდე ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2006-2010 წლებში.
XS
SM
MD
LG