Accessibility links

logo-print

პაკისტანში მზარეულს ბრალად ედება 22 ადამიანის მკვლელობა


პაკისტანის პოლიციამ დააკავა მზარეული, რომელსაც 22 ადამიანის მოწამვლით მკვლელობა ედება ბრალად. პუნჯაბის პროვინციის ქალაქ მაილსის პოლიციის უფროსმა სადიყ დოგარმა განაცხადა, რომ მუჰამედ რაფიყს ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა 500 დოლარი გადაუხადა პოლიტიკური ოპონენტის ოჯახის მოწამვლისთვის. დოგარის ინფორმაციით, მაისში ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ არსალ ხან ხიჩიმ გამარჯვებული კანდიდატის - ჯეჰანზებ ხან ხიჩის მიმართ შურისძიება გადაწყვიტა. პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა მზარეულმა აღიარა 9 ივნისს ჯეჰანზებ ხან ხიჩის სახლში 50-მდე ადამიანის მოწამვლა, რომელთაგან 22 გარდაიცვალა. თავად ჯეჰანზებ ხან ხიჩი იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა. პოლიცია ეძებს არსალ ხან ხიჩის. პოლიტიკური შუღლი პაკისტანში ჩვეული მოვლენაა, რადგან ხშირად ერთი კლანის წარმომადგენლები არჩევნებში უპირისპირდებიან ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG