Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენელს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, პალესტინელთა ავტონომიის მაღალი რანგის წარმომადგენელს, საებ ერეკატს შეხვდა. ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენლის საუბრის თემა იყო ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება. საუბარი, ამანში, იორდანიაში გაიმართა. იტყობინებიან, რომ პალესტინელთა მხარის მოთხოვნაა, აღიაროს ისრაელმა 1967 წლამდელი საზღვარი, როგორც მათი მომავალი სახელმწიფოს შესახებ მოლაპარაკების საფუძველი. ისრაელი მოლაპარაკებების დაწყებას წინაპირობების გარეშე მოითხოვს. კერის ეს სტუმრობა უკვე მეექვსე ვიზიტია რეგიონში მარტის შემდეგ. ის ცდილობს განახლდეს 2010 წელს შეწყვეტილი შეხვედრები, რომლებიც ჩაიშალა ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიებზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაელთათვის დასახლებების მშენებლობის გამო. აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ხუთშაბათს, ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეტანიაჰუს და მოუწოდა, განაახლოს მოლაპარაკება, „რაც შეიძლება მალე.“
XS
SM
MD
LG