Accessibility links

დაღესტანში მთავრობა დაითხოვეს


დაღესტნის მოქმედმა პრეზიდენტმა რამაზან აბდულატიპოვმა დაითხოვა მთავრობა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოადგილე ანატოლი კაბიროვი დანიშნა. აღნიშნული განცხადება აბდულატიპოვმა ორშაბათს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა. დაღესტნის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობის „არაეფექტურმა მუშაობამ“ განაპირობა. აბდულატიპოვი დაღესტნის პრეზიდენტად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იანვარში დანიშნა. აპრილში კი პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის რესპუბლიკების პარლამენტს უფლებას აძლევს აირჩიოს ლიდერები, ნაცვლად საყოველთაო არჩევნებისა, როგორც ეს აქამდე იყო.
XS
SM
MD
LG