Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ


22 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირმა და საქართველომ წარმატებით დაასრულეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებები. ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან ერთად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ევროკავშირისა და საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრირებას და მათ შორის უფრო ღრმა პოლიტიკურ კავშირს უზრუნველყოფს. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებებს 17 თვე და 7 რაუნდი დასჭირდა. მისი ამოქმედება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს უფრო ადვილად შეიტანოს საქონელი და მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე. ,,მდგრად ვაჭრობაზე ზეგავლენის შეფასების“ შესახებ დამოუკიდებელმა კვლევამ, რომელიც ევროკავშირმა ჩაატარა, აჩვენა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს - 12%-ით, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტს 7.5%-ით გაზრდის. ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმების სრულად განხორციელებამ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძებელია გამოიწვიოს საქართველოს მშპ-ის ზრდა + 4.3%-ით (292 მლნ). ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასოცირების თაობაზე შეთანხმების შემადგენელი ნაწილია, ხელი მოეწერება მას შემდეგ, რაც დასრულდება ევროკავშირსა და საქართველში არსებული შიდა პროცედურები.
XS
SM
MD
LG