Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სნოუდენმა შერემეტიევოს აეროპორტის დატოვების ნებართვა მიიღო


გავრცელებული ინფორმაციით აშშ-ის ხელისუფლების მიერ ძებნილმა უშიშროების ყოფილმა კონტრაქტორმა ედვარდ სნოუდენმა მიიღო ნებართვა დატოვოს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონა, სადაც იგი 23 ივნისიდან იმყოფება. აშშ-ი ედვარდ სნოუდენს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს და მის ექსტრადიციას ითხოვს. მანამდე სნოუდენმა რუსეთის ხელისუფლება დროებითი პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა. სააგენტო რია-ნოვოსტი უკვე იუწყება, რომ სნოუდენმა მიიღო ცნობა, რომ მისი მიმართვა პოლიტიკურ თავშესაფარზე დაკმაყოფილებულია. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია დატოვა თუ არა სნოუდენმა სატრანზიტო ზონა.
XS
SM
MD
LG