Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტების თავდასხმას ერაყში 9 პოლიციელი შეეწირა


ერაყის ჩრდილოეთით ექსტრემისტების მიერ პოლიციის შენოაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე, პოლიციის 9 თანამშრომელი დაიღუპა. თავდასხმა ბაშმაიას დასახლებულ პუნქტზე, მოსულთან ახლოს მოხდა. ექსტრემისტებმა შენობას ცეცხლი ნაღმსატყორცნებიდან და ავტომატური იარაღიდან დაუშინეს. თავდასხმის ორგანიზატორების ვინაობა უცნობია. ქვეყანაში ბოლო ხანს იზრდება ძალადობა, რაც შიიტებისა და სუნიტების დაპირისპირების ნიადაგზე ხდება.
XS
SM
MD
LG