Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა აცხადებს, რომ მეამბოხეების ბასტიონი დაიკავა


სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულმა ძალებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ჰომსში დაიკავეს მეამბოხეების ერთ-ერთი ბასტიონი. ორშაბათს გავრცელებული ცნობების თანახმად, სირიის ძალებმა დაიკავეს ხალდიეს უბანი. ეს იერიში ნაწილი იყო შეტევის, რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო, ლიბანის ჰესბოლას მებრძოლების მონაწილეობით და მიზნად სირიის სიდიდით მესამე ქალაქის დაკავებას ისახავს. ბრიტანეთში განთავსებული ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორია უარყოფს ცნობას, რომ ხალდიე მთლიანად დაიკავეს და აცხადებს, რომ უბნის სამხრეთ ნაწილში ბრძოლა კვლავ გრძელდება. ხალდიეს მეამბოხეები 2011 წლის შემდეგ აკონტროლებენ. მისი დაკარგვა მეამბოხეებისთვის მეორე მნიშნველოვანი დანაკარგი იქნება მას შემდეგ, რაც ივნისში ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ყუსარი დაეცა. გაეროს შეფასებით, სირიაში 28 თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს 100,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG