Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი ეგვიპტის დამხობილ პრეზიდენტს შეხვდა


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი ეგვიპტეში შეხვდა ამ ქვეყნის დამხობილ პრეზიდენტს, მუჰამად მურსის, რის შემდეგაც ეგვიპტეში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, მოლაპარაკებით მოაგვარონ გამწვავებული კრიზისი. ეგვიპტელმა სამხედროებმა 3 ივლისს გადააყენეს პრეზიდენტი მურსი, რის შემდეგაც არ შემწყდარა დაპირისპირება მის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის. ეშტონის ვიზიტი კრიზისის მოსაგვარებლად შუამავლობას ითვალისწინებს. მურსისთან შეხვედრის ადგილმდებარეობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. კეტრინ ეშტონმა მოლაპარაკება გამართა ასევე ეგვიპტის დროებით ლიდერებთან და ისლამისტ ოპოზიციონერებთან. კაიროში სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ეშტონმა განაცხადა, რომ მუჰამად მურსი თავს კარგად გრძნობს და ეძლევა ტელევიზიით და გაზეთებით სარგებლობის საშუალება. მუჰამად მურსი დაკავებულია 2011 წელს ციხიდან გაქცევასთან დაკავშირებულ დანაშაულებში ეჭვმიტანის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG