Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია მოშიმშილე პატიმრებს საქმეების შესწავლას დაჰპირდა


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია რუსთავის №17-ე დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებს შეხვდა. როგორც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეულ მოშიმშილე პატიმარს ინდივიდუალურად ესაუბრა. შეხვედრისას რამდენიმე პტიმარი დათანხმდა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, ხოლო ვინც მშრალ შიმშილობაზე იმყოფება, სითხის მიღებას დაიწყებს. ბესელიას თქმით, ყველა მათგანს ესაუბრა როგორც კოლექტიურ, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში. მისი ინფორმაციით, პატიმრების ნაწილი ითხოვს შეკრებითობის პრინციპის გაუქმებას, ნაწილი - განაჩენის გადახედვას, ნაწილი კი - ვადაზე ადრე გათავისუფლებას. ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული საქმეები არის გადასასინჯი, კანონპროექტი უკვე მზადაა და პარლამენტში განსახილველად ელოდებიან.
XS
SM
MD
LG