Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი საუბრობს ამერიკის სამხედრო პოტენციალის საფრთხეზე


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი ამერიკის სამხედრო პოტენციალის საფრთხეზე საუბრობს, იმ შემთხვევაში თუკი მომავალი წლის იანვარში ავტომატურად შევა ძალაში შესწორებები ბიუჯეტის შემცირების საკითხში. ჰეიგელის სიტყვებით, ამერიკის მთავრობას არჩევანი აქვს: ან შეამციროს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, ან შეაჩეროს რამდენიმე მოქმედი პროგრამა. ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე, განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა. უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს კამათი თეთრ სახლსა და კონგრესს შორის, ბიუჯეტში დეფიციტის შემცირების საკითხზე, იმ დრომდე სანამ ძალაში შევა ცვლილებები ახალ შემცირებებზე.
XS
SM
MD
LG