Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას ბევრ მუსულმანურ ქვეყანაში აშშ-ის დიპლომატიური მისიები დაიხურება


აშშ აცხადებს, რომ გადაუმოწმებელი მუქარის გამო ბევრ მუსულმანურ ქვეყანაში კვირას აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები დაიხურება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ დიპლომატიური ოფისები „უსაფრთხოების მოსაზრებიდან“ გამომდინარე დაიხურება და ზოგან ეს, შესაძლოა, ერთ დღეზე მეტ ხანს გაგრძელდეს. მუსულმანურ ქვეყნებში აშშ-ის დიპლომატიური მისიები ბევრგან კვირა დღესაც მუშაობს.
XS
SM
MD
LG