Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია ვითარებით ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ბარიერების აღმართვის გამო. სადამკვირვებლო მისიის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ღობეების აღმართვა და მიწის თხრილების გაყვანა სულ უფრო ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას. სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ასევე, რომ კვლავ გრძელდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეთა დაკავების შემთხვევები და შეინიშნება საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამკაცრების ტენდენცია, რაც ასევე ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას. მისიის დროებითი ხელმძღვანელის, ჯერარდ ფიშერის შეფასებით, ეს დაბრკოლებები ხელს უშლის ადამიანებს შორის კონტაქტს, რაც მხარეებს შორის ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ძალისხმევის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
XS
SM
MD
LG