Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკოს ქალიშვილი ითხოვს დედამისისთვის უცხოეთში მკურნალობის საშუალების მიცემას


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი მოითხოვს დედამისისთვის უცხოეთში მკურნალობის საშუალების მიცემას. ევგენია ტიმოშენკომ პარასკევს ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურთან საუბარში აღნიშნა, რომ იულია ტიმოშენკოს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, რომელიც მას მხოლოდ უცხოეთში შეიძლება ჩაუტარდეს. 5 აგვისტოს ორი წელი შესრულდება იულია ტიმოშენკოს დაკავებიდან. ის შვიდწლიან პატიმრობას იხდის ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით, თუმცა აცხადებს, რომ მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული.
XS
SM
MD
LG