Accessibility links

logo-print

ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის მომხრეები მის დაბრუნებას მოითხოვენ


ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის, მოჰამად მურსის მომხრეები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ აქციებს პრეზიდენტად მურსის დაბრუნების მოთხოვნით. ეს განცხადება ცხადჰყოფს, რომ ეგვიპტელი ისლამისტები არ ცვლიან პოზიციას მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება გამართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსთან. ამერიკელი ოფიციალური პირის მოლაპარაკებებს წინ უსწრებდა ეგვიპტეში ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, გიდო ვესტერველეს ვიზიტი. დიპლომატიური ძალისხმევის მიზანია, კომპრომისზე დაიყოლიონ მურსის მომხრეები და დროებითი მთავრობა, რომელიც არმიის მხარდაჭერით მოქმედებს. ეგვიპტის არმიამ 3 ივლისს გადააყენა მუჰამად მურსი.
XS
SM
MD
LG