Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობა ბრიფინგით გამოეხმაურა მედვედევის ინტერვიუს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს ბრიფინგით გამოეხმაურა ტელეკომპანია Russia Today-სთან რუსეთის პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს, რომელშიც მედვედევი მიესალმა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების „პრაგმატულ პოზიციას“ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის „ვაჟკაცურ სიტყვებს“ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ. პარლამენტის დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბარამიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მოუწოდა, კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, რადგან აგვისტოს ომის შესახებ მათ განცხადებებს რუსეთი პოლიტიკური მიზნით იყენებს. ”გააცნობიერონ, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში, რომელიც რუსეთის ინიციატივით მიმდინარეობს და გრძელდება ოკუპაცია და პროვოკაციები საუკუპაციო ხაზის გადმოწევის და ჩვენი მოქალაქეების გატაცების სახით”, - განაცხადა ბარამიძემ. მისივე თქმით, აგვისტოს ომის გამო საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და ხელისუფლების განცხადებებს შესაძლოა, უარყოფითი სამართლებრივი შედეგიც მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG