Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 14 ადამიანი დაიღუპა სასაფლაოზე მოწყობილი აფეთქების შედეგად


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, 14 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში, სასაფლაოზე მოეწყო. ადგილობრივი პოლიციის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ დაღუპულებს შორის შვიდი ბავშვია. დაიჭრა სამი ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG