Accessibility links

დავით უსუფაშვილი: საქართველოს დიდი სიფრთხილე მართებს


არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად საქართველოს დიდი სიფრთხილე მართებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საქართველომ საკუთარი სტრატეგიული ხედვებისა და ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. "ეს ხედვა კი ნიშნავს იმას, რომ არც თავად უნდა ვიყოთ რაიმე ძალადობრივი მოქმედების პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინიციატორი და არც სხვის პოვოკაციას არ უნდა ავყვეთ” - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს სწორედ ამიტომ სჭირდება დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომელმაც ქვეყნის ინტერესები სრულიად სხვა ხერხებით და ბერკეტებით უნდა დაიცვას. ”ჩვენი ჯარისკაცები ყოველი შემთხვევისთვის უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ საქართველოში აღარ უნდა დავუშვათ ომი რასაც არ უნდა ამბობდნენ ამა თუ იმ მეზობელი ქვეყნის პოლიტიკოსები თუ პრეზიდენტები", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან აღნიშნა, რომ 8 აგვისტო საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული თარიღია, თუმცა სამშობლოსთვის თავგანწირვა ერს არასდროს ავიწყდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ომი აღარ განმეორდეს და ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს.
XS
SM
MD
LG