Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ 25 ადამიანი შეიწირა


პაკისტანში, სულ ცოტა, 25 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო დასაფლავებაზე შეკრებილ ხალხში. ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში, მის დედაქალაქ კუეტაში მოხდა. პოლიციის ცნობით, დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი. მსხვერპლის დიდ ნაწილს პოლიციელები შეადგენენ. ისინი მისული იყვნენ კუეტაში მოკლული კოლეგის დასაფლავებაზე. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG