Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა მკაცრად დაგმო ერაყში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასმხები


აშშ-მა მკაცრად დაგმო ერაყში შაბათს მომხდარი ტერორისტული აქტები, რომელთა დროსაც 69 ადამიანი დაიხოცა და 200-მდე დაშავდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა „ლაჩრული“ თავდასხმები უწოდა, რომლებიც მიმართული იყო რამადანის ბოლოს ხსნილის დღესასწაულის აღმნიშვნელი ოჯახების წინააღმდეგ. აფეთქებები მოხდა სხვადასხვა ქალაქებში. მხოლოდ ბაღდადში 12 ასეთი აქტი მოაწყვეს, კაფეებში, რესტორნებში და ბაზრებზე, უმეტესად შიიტებით დასახლებულ არეალებში. ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ ათი მილიონი დოლარით დააჯილდოებს მას, ვინც ერაყში ალ ყაიდის ლიდერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაიჭერს. ბაღდადი 2011 წლიდან ამზადებს და ახორცილებს ტერაქტებს ერაყში, მათ შორის არის საპატიმრო აბუ ღრაიბზე თავდასხმა, იუსტიციის სამინისტროში თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქება და სხვა ტერორისტული აქტი.
XS
SM
MD
LG