Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი პროკურატურის ბრალდებას "უსაფუძვლოს" უწოდებს


მოსკოვის მერობის კანდიდატი, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ამტკიცებს, რომ მისი საარჩევნო კამპანია კანონის მკაცრი დაცვით ფინანსდება. ფულის ხარჯვა „სბერბანკის“ ანგარიშზე ხორციელდება და მოსკოვის საარჩევნო კომისიის მიერ მოწმდება. დღეს რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს საფინანსო შემოწმების შედეგად გამოვლინდა უცხოური დაფინანსების წყაროები ნავალნის წინასაარჩევნო კამპანიაში. პროკურატურის ინფორმაციით, „იანდექს. ფულის“ სისტემის საშუალებით 300-ზე მეტმა უცხოურმა იურიდულმა და ფიზიკურმა პირმა განათავსა თანხები ალექსეი ნავალნისა და მისი საარჩევნო შტაბის წევრების ელექტრონულ ყულაბებში. ალექსეი ნავალნი პროკურატურის ბრალდებებს იურიდიული თვალსაზრისით, სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს.
XS
SM
MD
LG