Accessibility links

logo-print

ერაყის ერთ-ერთ კაფეში თავი აიფეთქა თვითმკვლელმა მოიერიშემ


ერაყის ქალაქ ბალადში, რომელიც ბაღდადიდან 80 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ერთ-ერთ კაფეში თავი აიფეთქა თვითმკვლელმა მოიერიშემ, რასაც სულ მცირე 13 ადამიანი შეეწირა. დაიჭრა კიდევ ათობით პირი. ერაყის კაფეები ექსტრემისტების განსაკუთრებულ სამიზნედ იქცა ბოლო პერიოდში, ახლახან დასრულებული რამადანის განმავლობაში, რადგან დღის განმავლობაში მარხვის შენახვის შემდეგ საღამოობით ბევრი მუსლიმი მიაშურებდა კაფეებს და, შესაბამისად, იქ ხალხმრავლობა იყო.
XS
SM
MD
LG