Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის აეროპორტს, ვარდების და ევროპის მოედნებს და რიყის პარკს სახელწოდებები შეეცვლება


თბილისის აეროპორტს, ვარდების და ევროპის მოედნებს და რიყის პარკს სახელწოდებები შეეცვლება. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, რომ აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭოს, ვარდების მოედანს მერაბ კოსტავასი და ევროპის მოედანს - ასი ათასი მოწამის. რაც შეეხება რიყის პარკს, მას, სავარაუდოდ, ევროპის პარკი დაერქმევა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე შიხიაშვილმა განმარტა, რომ ამ ვარიანტებს საკრებულოს უმრავლესობა ემხრობა, ისინი ჯერჯერობით საბოლოო არ არის და გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.
XS
SM
MD
LG